არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობამ 56.11% შეადგინა - ცესკოს წინასწარი მონაცემები

31 ოქტომბერი 2020, 22:23 1318 ნახვა

ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში დღის შემაჯამებელი ბრიფინგი მიმდინარეობს. ანა მიქელაძის განცხადებით, 8 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება.

"სტაციონარებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილი იყო 127 სპეციალურ უბანი, 311-ვე გადასატანი ყუთი 21 საათისთვის დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ უბნებზე. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე 20 საათისთვის მონაწილეობა მიიღო 1 970 540 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56,11%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც აქტივობამ შეადგინა 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ქვემო ქართლის რეგიონში 51%"-განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის განმავლობაში საუბნო-საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და სხვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი