არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - შსს

31 ოქტომბერი 2020, 19:50 872 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

''გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა.

ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.

ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე N36-ში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ქალაქ სენაკში, მე-16 საარჩევნო უბანში დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კახა საბანაძის ინფორმაციით, დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა, რომლებზეც პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება. აქედან, 7 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაკავებულია 10 პირი, ხოლო 8 ფაქტზე ჩატარდა გასაუბრებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი