სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს - ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 11:09 1107 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს.

ნათია თურნავას განცხადებით, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას.

ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში მოუწია ავიაკომპანიებს თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა, მაგრამ ახლა ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი