ქედის კულტურის ცენტრმა და სახელოვნებო სკოლამ მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინეს. ჩამონათვალშია როგორც ინსტრუმენტალური ასევე ხალხური საკრავები და გახმოვანების აპარატურა. ინსტრუმენტების ღირებულება ჯამში 80 ათასი ლარია.
საფასურის ნაწილი ევროკავშირის პროგრამის ნაწილი კი მერიის ბიუჯეტით გადაიხადეს. ქედის სახელოვნებო სკოლა და კულტურის სახლი 200-ზე მეტ მოსწავლეს, 10-მდე ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლს აერთიანებს.