პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი, ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა PSR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის.უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ თანამშრომლები ანტიგენ - ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.
ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13 ათას 253 PSR ტესტი გაკეთდა.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, 23 ოქტომბერს ორ ბრალდებულს კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც ირკვევა, ისინი საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ.