ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.
ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ზარის შემთხვევაში შსს-ს მიმართონ, რადგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ისინი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.