სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა მიხედვით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში, შემოსავლების სახით ჯამში 10 მლნ 355 ათას 212 ლარი მიიღო. საბიუჯეტო შემოსავალი 215 ათას 505 , ხოლო შემოწირულობების სახით 10 მლნ 139 ათას 707 ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტის თანახმად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი - 2 მილიონ ნახევარზე მეტი შემოსავალი "ლელო საქართველოსთვის" პარტიამ მიიღო.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დასახელებულ პერიოდში 2 მლნ 432 ათას 831 ლარი შესწირეს. აქედან 10, 687 ლარი საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო 2 მლნ 295 ათას 309 ლარი შემოწირულობების სახით. "სტრატეგია აღმაშენებელმა" კი 2 მლნ 42 ათას 318 ლარის შემოსავალი, "პატრიოტთა ალიანსმა" 2 მლნ 34 ათას 847 ლარი და "ევროპულმა საქართველომ" კი, მლნ 773 ათას 699 ლარის შემოსავალი მიიღო. წინა საარჩევნო რეკლამაში საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მეტი დახარჯა ქართულმა ოცნებამ, ოპოზიცური პარტიებიდან ნაციონალურმა მოძრაობამ. ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა შეფასებები ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ქართულ-ოცნებაში კი კომენტარი არ გაუკეთებიათ.