საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და რეკომენდაციები

24 ოქტომბერი 2020, 15:13 409 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია. 

საქართველოში  დღეს კოვიდინფიცირების  1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან აჭარაში 320 ახალი შემთხვევა. 412  ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისშია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ  ახლა თითოეულ ჩვენგანზეა  დამოკიდებული, ინფიცირების  რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში.  საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრთან  სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში