აჭარაში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

22 ოქტომბერი 2020, 13:01 1364 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 646 პაციენტი მკურნალობს. მძიმე პაციენტების რაოდენობა 79-ია. აქედან კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 12 პირი.

კოვიდ-სასტუმროში 1 144 ადამიანი რჩება. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 254 მოქალაქე.

ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებით, 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს.

დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში არის 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი