ლევილში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეცნო. უწყების ინფორმაციით, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მმართველ საბჭოს წევრებთან ერთად ლევილის ისტორიული მამული და სასაფლაო მოინახულა და სამუშაოების პირველ ეტაპს გაეცნო. შეხვედრა გაიმართა ლევილის მერთან. შეხვედრაზე ისტორიული მამულის სარეაბილიტაციო პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრე