საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

20 ოქტომბერი 2020, 11:47 914 ნახვა

საგარეო უწყება ჰაკერული თავდასხმის საქმეზე „გრუ“-ს ოფიცრების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, „ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად“. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის  6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა.მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულშიც. დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში