ბათუმში ახალი ელექტრო ავტობუსები იმოძრავებენ

19 ოქტომბერი 2020, 10:47 8210 ნახვა

ხვალიდან, ბათუმში, ახალი ელექტრო ავტობუსები იმოძრავებენ. დღეს კი ''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' პრეზენტაცია მოეწყო.

ავტობუსები №13 და №14 ნომრების მგზავრებს მოემსახურებიან. ტრანსპორტში დამონტაჟებულია ვიდეო კამერა და ხმოვანი აპარატი. ბათუმში უკვე ჩამოიყვანეს ხუთი ავტობუსი, სამს კი ელოდებიან.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში და ქვეყანაში ეს იქნება პირველი ელექტრო ავტობუსი, რომელიც 70 ადამიანზეა გათვლილი.

ბათუმის მერიამ ტრანსპორტი EBRD-ის ფინანსური დახმარებით შეიძინა და ამისთვის 4 მილიონი ევრო დაიხარჯა. ელექტრო ავტობუსები ​ბელარუსიიდან ჩამოიყვანეს.

''ბათუმის ავტოტრანსპორტის'' წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქში 2018 წლიდან ავტოპარკი ახლდება და ამ ეტაპზე ქალაქს 150-ზე მეტი ავტობუსი ემსახურება.

№ 13 მოძრაობის მარშრუტი შემდეგია: ლერმონტოვის, ბაგრატიონის, შარტავას, გორგილაძის და ბარათაშვილის ქუჩები.

№ 14 ნომერი კი ჯავახიშვილის, ბაგრატიონის, შარტავას, ხიმშიაშვილისა და კაჩინსკების ქუჩების გავლით ახალი ბულვარისკენ მოძრაობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი