ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება

18 ოქტომბერი 2020, 18:25 2975 ნახვა

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მხოლოდ მუნიციპალური, ჯერჯერობით, კვლავ ძალაშია შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. მერიის ინფორმაციით, ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება.

იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. ბათუმის მერია მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 26 სექტემბრიდან აიკრძალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი