საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო უწყებას

17 ოქტომბერი 2020, 20:00 1135 ნახვა

 

აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საელჩომ საპროტესტო ნოტის გაგზავნის გადაწყვეტილება რუსი დეპუტატის ვიტალი მილონოვის აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს გამო მიიღო.

საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ 16 ოქტომბერს ვიტალი მილონოვი სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული პროვოკაციული განცხადებები გააკეთა. ამასთან, ნოტაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ამგვარმა პროვოკაციულმა საქციელმა, რომლის მიზანი რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუარესებაა, როგორც აზერბაიჯანის საზოგადოების, ისე რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანელების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი