ამ დროისთვის „დექსამეტაზონი“ წარმოადგენს ერთადერთ მედიკამენტს, რომელმაც თავისი ეფექტურობის დემონსტრირება მოახდინა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის მსხვერპლთა რიცხვმა მილიონ ასი ათასს გადააჭარბა.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“ უკვე 39 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებისა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-შია. აქ კორონავირუსული ინფექციის 8 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდა, 217 ათასს 987 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.