ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 ოქტომბერი 2020, 15:10 790 ნახვა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ე.წ. „პრეზიდენტს“ ვირუსის იოლი ფორმა აქვს და საკუთარი „მოვალეობის“ შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დინა გასიევასაც დაუდასტურდა. ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ ინფექციით პირველი ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში