ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა 

16 ოქტომბერი 2020, 15:02 4459 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია მედეა ვასაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, გურამ ვარშალომიძე კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში covid-19-ით მომსახურე პერსონალისგან დაინფიცირდა. 

მაუწყებელი მედ ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა. კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ. აცხადებენ, რომ პაციენტის შესახებ ყველა მონაცემი ჯანდაცვის სამინისტროშია გადაგზავნილი. 

წლების წინ, გურამ ვარშალომიძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო. მას კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა. ამის შესახებ ლევან ვარშალომიძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა. 

გურამ ვარშალომიძე დღეს, 16 ოქტომბერს გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი