ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტების შეჯამება

16 ოქტომბერი 2020, 12:07 1206 ნახვა

ევროკავშირმა და საქართველომ  საქართველოს გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის 18-თვიანი პროექტის შედეგები შეაჯამეს. ეროვნული სააგენტოს ცნობით ევროკავშირმა მათ დახმარება გაუწია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის შემუშავებაში, მოამზადა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსია, შეაფასა ჰაერის ხარისხის ასპექტები, აგრეთვე, მოამზადა ზურმუხტის სამი ტერიტორიის მართვის გეგმა და დაცული ტერიტორიების მონიტორინგისა და მართვის შესახებ ანგარიშები.მათივე ინფორმაციით პროექტის შედეგები საქართველოს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების დროულ შესრულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი