19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

15 ოქტომბერი 2020, 13:41 13974 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"აჭარაში ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება.

აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები ძალაში დარჩება, ისევე როგორც რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე მოქმედი შეზღუდვები"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი