ვითარება მთიან ყარაბაღში

14 ოქტომბერი 2020, 11:48 200 ნახვა

დღეს დილიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის რაიონს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი  სხვადასხვა მიმართულებიდან გაუხსნეს.-ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.ოფიციალური ბაქოს ცნობით, იერიშის შედეგად გარდაცვლილია ერთი მშვიდობიანი მცხოვრები, რომლის სახლის ეზოშიც ჭურვი ჩამოვარდა. თავის მხრივ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს სომხეთი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შუშან სტეპანიანის განცხადებით, დილიდან მოწინააღმდეგემ სხვადასხვა მიმართულებით საარტილერიო-სარაკეტო ცეცხლი განაახლა. მისივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური სიტუაცია იყო. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბერს შევიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში