„წითელი ჯვრის“ განცხადება

13 ოქტომბერი 2020, 15:45 1764 ნახვა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს ტყვეებისა და  ცხედრების გაცვლის პროცესის განხორციელების საშუალება მისცენ.   ”დღემდე ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ამ საკითხს მხარეებთან, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი შეთანხმება მიღწეული არ არის, რაც საშუალებას მოგვცემს რეალურად დავიწყოთ ასეთი გაცვლა,“- განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა მარტინ შუეპმა. მან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი