ხულოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

12 ოქტომბერი 2020, 19:41 11096 ნახვა

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი