„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა

11 ივლისი 2024, 17:59 265 ნახვა

უკვე ცნობილია რომელ დანაშაულებებს შეეხება ამნიისტიის შესახებ კანონპროექტი რომელიც ქართულმა ოცნებამ მოამზადა.  ამნისტია შეეხება   პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს.   კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს. რატი იონათამიშვილის თქმით  „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც მისი განცხადებით ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება. ამასთან როგორც დეპუტატი აცხადებს იგი აზღვევს რეციდივის რისკებს, ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს, შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს და თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში