ბათუმში, პარაშუტის ჩამოვარდნის საქმეზე გამოძიება დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით, პარაშუტი ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა, მასზე ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებული კაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია და სამედიცინო კვლევები უტარდება. პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს.