"შემახე ამნისტია" - ამ ლოზუნგით ქალთა ნომერ მე-5 დაწესებულებაში პატიმარი მე-19 დღეა შიმშილობს. თამარ ტალიკაძე თავად დაგვიკავშირდა.ის საყოველთაო ამნისტიის ამოქმედებას ითხოვს. პატიმარი ამბობს, რომ ხელისუფლებას წლებია ამნისტია არ გამოუცხადებია და პატიმრების მდგომარეობა ამის გამო მძიმდება. თამარ ტალიკაძე შესაბამის უწყებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაინტერესდნენ საკითხით და უშუამდგომლობენ ხელისუფლებასთან დაჩქარებული წესით დამტკიცდეს ამნისტიის შესახებ კანონი. ჩვენ დავუკავშირდით სასჯელაღსრულების სამინისტროს და ველოდებით მათგან დამატებით ინფორმაციას და კომენტარს.