საიას ანგარიში

12 ოქტომბერი 2020, 14:55 1076 ნახვა

ამომრჩევლის მოსყიდვის, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებები გამოიკვეთა წინასაარჩევნო პროცესებში ნათქვამია საიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედურ  ანგარიშში.  დამკვირვებლებმა  მონიტორინგი 9 რეგიონში ჩაატარეს, მათ შორის აჭარაშიც. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ გამოვლინდა  სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფისა და  პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის  შემთხვევებიც.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება. დამკვირვებლების შეფასებით, სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო  ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი