ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაზიანებული ქვაფენილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულდა სამუშაოები თაყაიშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.
უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ე.წ. ჭაობის დასახლებასა და ბონი-გოროდოკშიც განხორციელდა.