აჭარაში მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა

09 ოქტომბერი 2020, 13:38 956 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის კორონავირუსით ინფიცირებული 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა.

საზოაგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდსასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა.

ნონა ეფაძის თქმით, ბოლო 24 საათში რეგიონში 250 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებსა და ბინადრებს თავდაპირველად ვირუსი სექტემბერში დაუდასტურდათ. მათი ნაწილი მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში გადიოდა, ნაწილი კი ბათუმში. 

თავშესაფარში კარანტინიც გამოცხადდა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში