თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა

22 დეკემბერი 2024, 12:23 210 ნახვა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.

ამის შესახებ, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგროც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი ლელაშვილი, გუშინ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებსას, კედლის გადმონგრევას ემსხვერპლა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

 

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს", - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში