აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში სარაკეტო დარტყმა მიიტანეს მე-19-ე საუკუნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარზე. რაკეტა პირდაპირ ტაძრის გუმბათს მოხვდა. ტაძარი შიგნითაც ძლიერ არის დაზიანებული.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ეკლესიის დანგრევის ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სამიზნე არ არის ისტორიული, კულტურული და რელიგიური ნაგებობები. აზერბაიჯანი კი სომხეთს ქალაქ ბარდზე ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ერთ-ერთი რესტორნისა და საშუალო სკოლის მახლობლად რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერევანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში უპილოტო საფრენის აპარატის მიერ ბომბის ჩამოგდების შესახებ იუწყება.
აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი ტვიტერზე ბაქოს პოზიციას კიდევ ერთხელ იმეორებს. იგი უცვლელია- სომხეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს - წერს ალიევი.