მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარს დაუფინანსდება ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, არაუმეტეს 2 500 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით. განსხვავებული შეთავაზებაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის - ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო - განხორციელდა 1 192 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია.