არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ინფიცირებულთა რაოდენობა კი იზრდება. კორონავირუსმა დღის წესრიგი შეუცვალა, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.
სპეციალისტები ახლა იმაზე მუშაობენ, როგორ მიაღებინონ არჩევნებში მონაწილეობა ინფიცირებულებს, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს.