გამოძიების დაწყების ფაქტი აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს - დავით ზალკალიანი

07 ოქტომბერი 2020, 17:15 1974 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გამოძიების დაწყების ფაქტი და ახალი გარემოებები აზერბაიჯანთან ორმხრივ და ისტორიულად ძალიან მყარ მეგობრულ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს. 

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ოპონენტების განცხადებები პოლიტიკური მანიპულაციები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. 

''აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც ახლად აღმოჩენილი გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვეცდებით გადაიხედოს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები ვერ დააზიანებს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ მეგობრულ ურთიერთობებს. ვინაიდან ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს. 

მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გაიგოს, რადგან ნებისმიერი პატრიოტი და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. 

სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი სწორედ ამ დემარკაცია, დემილიტარიზაციის პროცესზე. საჯაროდაც განვაცხადეთ, ვთანხმდებით, რომ აუცილებელია მოიძებნოს ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმება და ამ მიმართულებითაც წავალთ ჩვენ. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის ფარგლებში იქნება საქმიანი განხილვა. 

მოლაპარაკების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავიზიარეთ ახალი გარემოებები, მასალები, რუქები და საექსპერტო დასკვნები. შესაბამისი განმარტებებიც მივეცით, რომ ჩვენი პოზიციები გადაიხედება და არანაირად არ უნდა იყოს აღქმული, რომ ჩვენ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური რეაქცია მოჰყვა. 

ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები, თითოს ეს დააზიანებს საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობებს. ან აბსოლუტურად გაუმართებელი ბმაა თითქოს დღეს მიმდინარე კონფრონტაცია ჩვენ სამეზობლოში. ეს პროცესი, ჩვენი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, როდესაც კონფლიქტი დაწყებულიც კი არ იყო. ის რასაც ოპონენტებისგან ვისმენთ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. 

დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან მივაღწევთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები და სახელმწიფოს ინტერესები არ დაზარალდება'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში