საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ იტალიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ასობით მაშველია ჩართული. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საგზაო ინფრასტურქტურა. სოფლებამდე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.