მახინჯაურში დახმარებას ითხოვენ

05 ოქტომბერი 2020, 18:09 1234 ნახვა

სტიქიის საფრთხეზე საუბრობენ მახინჯაურში. ჯინჭარაძის 17  ნომერში მცხოვრები დოლიძების ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სახლთან ახლოს ადიდებულმა მდინარემ ჯებირი მოანგრია  და  მათი  ეზოს კედელი, სველი წერტილები და სათავსოები  დააზიანა. ეზოში კი გაჩნდა ღრმა ნაპრალები.  დოლიძეები ამბობენ, რომ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დაასურათეს, თუმცა იგი გეოლოგებს ამ დრომდე არ შეუსწავლიათ.  მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ გეოლოგები ვითარებას უახლოეს დღეებში გაეცნობიან, რის შემდეგაც დაიგეგმება კედლების გამაგრების სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში