ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ინფიცირებულია ორი მოსწავლე და ორი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
იმერეთში ამ ეტაპზე 370 პაციენტია მოთავსებული. დღეს ქუთაისში ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი კლინიკა "ბომონდში" გარდაიცვალა.