საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05 ოქტომბერი 2020, 10:37 1851 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ნფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზეზ რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

განცხადება ახალი შემთხვევების შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"578 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა-416, თბილისი-72, იმერეთი-44, სამეგრელო-ზემო სვანეთი-23, ქვემო ქართლი-10, გურია -8 , სამცხე-ჯავახეთში-3, კახეთი-1, შიდა ქართლში-1"-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ახალი მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე ჯამში 8696 კოვიდინფიცირებულია.

კორომავირუსით საქართველოშ კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 52 გახდა. გამოჯანმრთელდა 375 პირი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში