პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ქართველ ექიმს და მწერალ გურამ დოჩანაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. ექიმებს შორის არიან : ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, მარინა ენდელაძე, თენგიზ ცერცვაძე,მარინა ეზუგბაია, ლევან გოფოძე,ლევან რატიანი და დავით გადელია. საზეიმო ღონისძიება ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელს მიეძღვნა.
შესრულდა მისი უკვდავი მელოდიები. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა. წელს ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, „თბილისობა“ მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა. დედაქალაქის მერიამ ყველა ღონისძიება გააუქმა, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოვებისა.