ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ინფიცირებული 25 000 კილოგრამი კარტოფილი დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, - კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.