„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მარიამ ჯაში ქართულ-აფხაზური დიალოგის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუა ამ დრომდე სოხუმის იზოლატორში რჩება - მას წინასწარი 30-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.