საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

02 ოქტომბერი 2020, 10:41 1245 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. 

„აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში - 78 პაციენტია, იმერეთში - 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში - 3, მცხეთა-მთაიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთში-1“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში