აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში გამოცემა "ლე მონდის"-ის 2 ჟურნალისტი დაიჭრა. ფრანგ ჟურნალისტებთან ერთად ადგილზე სხვა უცხოელი რეპორტიორები, მათ შორის რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია Дождь-ის კორესპონდენტი იმყოფებოდა. ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. საკითხი სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა განიხლეს.