მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების ფონზე, კავკასიის რეგიონი უზარმაზარი პრობლემა გახდება, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერევა მიმდინარე პროცესში - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა.
„წარმოგიდგენიათ, თუკი კავკასია კიდევ ერთი სირია გახდება? საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი არ ჩაერევა ახლა, კავკასია ახალ უზარმაზარ პრობლემად იქცევა“ ,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სომხები მთიანი ყარაბაღის საკითხს უკავშირებენ თავისი რწმენის ისტორიას. ისინი ამაში ხედავენ თურქეთის მცდელობას, განახორციელონ გენოციდი აზერბაიჯანელთა ხელით, რაც სომხებისთვის მიუღებელია.