აჭარაში ერთ დღეში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

30 სექტემბერი 2020, 18:31 1337 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით დღეს სამი პაციენტი გარდაიცვალა. ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.    საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა ახალ პიკს მიაღწია, დღეს კოვიდ 19-ის 326 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი 6 192-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში არსებული ახალი მონაცემების მსგავსად პიკს მიაღწია ინფიცირებულთა რაოდენობამ აჭარაშიც - რეგიონში კოვიდ 19-ის კიდევ 235 შემთხვევა გამოვლინდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი