რეაგირება უნდა იყოს მკაცრი - კობახიძე მედიის წარმომადგენლების დაშავებაზე

30 სექტემბერი 2020, 16:06 1096 ნახვა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალადობას გამართლება არ აქვს და რეაგირება უნდა იყოს მკაცრი. ირაკლი კობახიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე მარნეულში მომხდარ ინციდენტს და მედიის წარმომადგენლების დაშავების და ტექნიკის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა. 

''იყო ორი მედია საშუალება, რომლის წარმომადგენლებიც დაზიანდნენ და შესაბამისად აქ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როცა საქმე ეხება მედიას. იქ კიდევ უფრო მეტად არის საჭირო რეაგირება. ეს რეაგირება უნდა იყოს მკაცრი. ძალადობას  არა აქვს არავითარი გამართლება, მითუმეტეს მედიის წარმომადგენლების მიმართ. აქედან გამომდინარე რეაგირება უნდა იყოს საკმარისად მკაცრი. 

კანონის ფარგლებში რაც არის, კანონის მიღმა ჩვენ ვერავითარ ზომას ვერ გამოვიყენებთ. სამართალდამცავ ორგანოებს არა აქვთ ამის უფლება. ხელისუფლების შესაბამისმა ორგანომ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი ზომები. ჩვენ არ გვაქვს ლინჩის წესი და ასეთი ტიპის სანქციები დაწესებული'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გუშინ, გვიან ღამით, მარნეულში დაპირისპირებისას, დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. ინცინდენტის დროს დაზიანდა სამუშაო ტექნიკაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი