საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

29 სექტემბერი 2020, 18:57 1841 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

79 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. უწყების ცნობით მას COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ სამინისტროში. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 5866-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 2324 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში