ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა

29 სექტემბერი 2020, 16:11 1368 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზინაების გამო 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: ზურაბ გორგილაძის ქუჩას ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის და მელიქიშვილის ქუჩების მონაკვეთს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

"გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით"-აცხადებენ კომპანიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში