ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2 390 სკოლაა შემოწმებული. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 2 390-ვე სკოლაში სწავლის განახლების ნებართვაა გაცემული.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში.
სკოლებს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით მოუწევთ მუშაობა.