საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5 254 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი განიკურნა.
ბათუმის 8 კოვიდკლინიკაში 494 პაციენტი მკურნალობს, მათგან 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული, ერთი ორსული გუშინ თბილისში გადაიყვანეს. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 22 პაციენტი. აჭარაში ტესტირება დღეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს უტარდება.