სომხეთში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდა

27 სექტემბერი 2020, 15:15 1381 ნახვა

სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. ყველა პირად შემადგენლობას მოვუწოდებ გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატებში“, - წერს ფაშინიანი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროთა შორის მსხვერპლის შესახებ იუწყება.

„ეს არის სომხეთის მორიგი სამხედრო პროვოკაცია. სომეხი სამხედროების მხრიდან დაცხრილვის შედეგად, არის დანაკარგი აზერბაიჯანელ სამხედროთა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის. აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის პოზიციებზე ხდება დარტყმები, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა“, - განაცხადა მიმართვისას ალიევმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი